რეზონანსი
01.08.2018

 (რეზონანსი) ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული პირი დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცს ბრალი ედება ატიკას რეგიონში ცეცხლის ხუთი კერის გაჩენაში.

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს, რის გამოც მსხვერპლის გაზრდას ვარაუდობენ. მედიის ცნობით, დაკარგულები არიან როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტებიც. დაშავებულია 200-მდე ადამიანი.

ამ დროისთვის ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×