რეზონანსი
01.08.2018

 (რეზონანსი) ხანძრების დროს ადამიანების დიდ ნაწილს არა თავად ცეცხლი, არამედ ძლიერი დაკვამლიანება გუდავს და იწირავს. განსაკუთრებით ძლიერი დაკვამლიანებით გამოირჩევა ფიჭვნარი წვისას (ბოლო დროს, საბერძნეთშიც, სწორედ ფიჭვის ტყეს გაუჩნდა ცეცხლი). „სიენენმა" გამოაქვეყნა რჩევები, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ტყის ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

უპირველესი რჩევაა, რომ ადამიანი არ დარჩეს ფეხზე და დაწვეს ძირს, რადგან იქ დაკვამლიანება შედარებით ნაკლებია.

თუ სახლში ხართ და ახლოს მდებარე ხეების ან ბუჩქების ხანძრის გამო, გამოსვლას ვერ ახერხებთ:

ოჯახის ყველა წევრი ერთად შეკრიბეთ და დარეკეთ სახანძრო სამსახურში;

გაავსეთ ნიჟარები და თუ გაქვთ, აბაზანა წყლით;

დახურეთ ფანჯრები და კარები, მაგრამ არ ჩარაზოთ ისინი;

დარჩით სახლში;

არ მიუახლოვდეთ გარე კედლებსა და ფანჯრებს.

თუ ხანძართან ახლოს ავტომობილით აღმოჩნდით და გზას ვერ აგრძელებთ:

პირველ რიგში, დარეკეთ სამაშველო სამსახურში;

თუ ავტომობილით ხართ, გააჩერეთ ის ისეთ ადგილას, სადაც მცენარეები არაა;

დახურეთ ავტომობილის ყველა ფანჯარა;

თუ თან გაქვთ საბანი ან პლედი, გადაიფარეთ მთელ სხეულსა და სახეზე;

დაწექით ავტომობილის იატაკზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×