რეზონანსი
01.08.2018

 (რეზონანსი) ქეთო ნინიძის მარანი მარტვილში მდებარეობს და როგორც ამბობს „ოდა" ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

მარანი საინტერესოა იმითაც, რომ იქ ტურისტებს რუსულ ენაზე არ ემსახურებიან.

„ჩვენ არ ვართ ვალდებული რუს ტურისტებს რუსულად ვესაუბროთ და რუსულად ვუმღეროთ", - განაცხადა ნინიძემ.

„ეს ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ ვლაპარაკობთ რუსულად, რადგან მიგვაჩნია, რომ არ უნდა ვისაუბროთ იმ ქვეყნის ენაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული", - ამბობს ქეთო.

მისი განცხადებით, ამის მიზეზი პასუხისმგებლობაა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ყოველდღიურად ტერორში არიან:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რა სფეროშიც არ უნდა ვმუშაობდეთ, უნდა გვქონდეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, იმ ადამიანების, ოჯახების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ტერორს რუსულ საოკუპაციო ხაზზე. რუსი ოკუპანტები თითქმის ყოველდღე იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, ადამიანები კარგავენ მიწა-წყალს, სარჩო-საბადებელს. სად არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ? რაში გამოვხატავთ მათ მიმართ თანადგომას?" - აღნიშნა „ოდას" მეპატრონემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×