რეზონანსი
01.08.2018

 (რეზონანსი) მკვლელობა თბილისში - ჯიქიას ქუჩის 10 ნომერში, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 39 წლის მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის მშობლების განცხადებით, მათ სროლის ხმა არ გაუგიათ და ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ცივი იარაღით ან თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს.

როგორც ცნობილია, სამართალმდაცველებს მკვლელობის იარაღი არ დაუდგენიათ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×