რეზონანსი
01.08.2018

 არქეოლოგებმა სამშვილდის ციტადელში კულტურული ფენები და არქიტექტურული ნაგებობის ნაშთები გამოავლინეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი სათავსოს იატაკის დონეზე ექსპედიციის წევრებმა ხის ყუთში დაგროვებული მონეტები აღმოაჩინეს. გათხრების შედეგად გამოვლენილ განძს არქეოლოგები დიდი ალბათობით განვითარებულ შუა საუკუნეებს (სავარაუდოდ XII-XIII სს.) მიაკუთვნებენ. განძში მეფე გიორგი III-ისა და მეფე ლაშა-გიორგის მონეტებთან ერთად თამარ მეფის მონეტაც აღმოჩნდა წარწერით – „დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“.

განძში მონეტების გარდა არის ზოდები და ფულადი ემისიისთვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები, რაც  მათ სამშვილდის ნაქალაქარზე ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს.

ნაქალაქარზე სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესი 2013 წლიდან დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×