რეზონანსი
01.08.2018

 მხატვარი ეთერ მითაგვარია, ფსევდონიმით ეთერნი, მრავალი წერია საფრანგეთში ცხოვრობს. ის

საქართველოში მულტიპლიკაციურ ფილმებს აფორმებდა და საპატრიარქოში კაბინეტიც ჰქონდა გამოყოფილი ხატწერისთვის, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო 1995 წელს შვეიცარიაში წავიდა, სადაც მომავალი მეუღლე, ფრანგი მხატვარი ბერნარ პოლაკი გაიცნო.

„სამთავროს დედათა მონასტერში ერთი თვე ვცხოვრობდი. ერთხელ კაბა შევუკერე. მამა გაბრიელმა რომ დაინახა, ატირდა. იკითხა, ვინ შეკერაო. არ ვიცი მომეჩვენა თუ იმ კოშკს ჰქონდა აკუსტიკა, მაგრამ მამა გაბრიელის ხმა გრუხუნივით გაისმა, ჩამიხუტა და დამლოცა.

საფრანგეთში რომ მოვხვდი, რუსულენოვან ეკლესიაში მივედი. ერთი მორმწუნე გოგო მოვიდა ჩემთან და მითხრა, მამა გაბრიელი გამომეცახადა, მან კაბა შემიკერა და საქართველოში გადაეცი, ეს კაბა დაჭრან და დაურიგონ ყველასო. გავოგნდი.

2013 წელს ჩამოვედი საქართველოში და დედა პარასკევამ მაჩუქა თავისი დაწერილი წიგნი მამა გაბრიელზე და ჩემი შეკერილი კაბის ნაწილი. თურმე დაუჭრიათ. პატარა ნაწილი დავტოვე ჩემთვის, აქ ჩვენს ეკლესიასაც მივეცი. როგორც რელიკვიას ისე ვინახავ, ბროლის სათავსოშია მოთავსებული და ხატებთან მიდევს, პაწაწინა ნარილი კულონში ჩავდე და ვატარებ. ვიცი, რომ მიცავს", - ამბობს მხატვარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×