რეზონანსი
01.08.2018

 „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს. მხოლოდ 18% კი მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია უნდა მოხდეს.

რაც შეეხება სხვა ნარკოტიკული საშუალებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლევის ფარგლებში კითხვა არ დასმულა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოების განწყობა არ გაითვალისწინა და რამდენიმე დღის წინ მიიღო "ისტორიული გადაწყვეტილება", რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×