რეზონანსი
31.07.2018

 თბილისში ტაქსის მძღოლმა მგზავრი გოგონა გააუპატიურა. შემთხვევა გლდანში მოხდა. ახალგაზრდა გოგონამ ტაქსი გააჩერა და გლდანის მიმართულებით გადაადგილება სთხოვა. მგზავრობისას მძღოლმა გოგონას ლუდი შესთავაზა, რომელზეც ის დათანხმდა. მოგვიანებით კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გოგონა მძღოლმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. ტაქსის მძღოლმა გოგონას ტელეფონი და პირადი ნივთები წაართვა და ქუჩაში დატოვა.

დაზარალებულმა დახმარება ბენზინგასამართ სადგურზე ითხოვა. ის სასწრადო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. 

მოძალადე, რომელმაც გოგონა გააუპატიურა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია. ის პოლიციამ უკვე დააკავა და ამ წუთებში მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ასევე პოლიციაში იმყოფება დაზარალებულიც, რომელიც სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×