რეზონანსი
31.07.2018

 საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი დიდი ალბათობით აღარ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ დასკვნის საფუძველი კი “შენების მოძრაობის” ლიდერ დავით უსუფაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია გახდა, რომელზეც "რეაქციაში" ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი თავად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ მან გიორგი მარგველაშვილს გაერთიანება და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე უარი მიიღო.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამაც. ის ვარაუდობს, რომ მარგველაშვილი აღარ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში და ამ ნაბიჯით მოქმედი პრეზიდენტი საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×