რეზონანსი
31.07.2018

 (რეზონანსი) რუსეთის ინტერესების სექციასთან, სავიზო მომსახურების საშუამავლო ფირმებში კრიმინალური პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღძრა. კრიმინალური პოლიცია არკვევს, ვის უხდიან მოქალაქეები 350-დან 550 დოლარამდე თანხას.

კრიმინალური პოლიციის შესვლის მიუხედავად, რუსეთის საკონსულოსთან რიგები არ წყდება. საკონსულოს შენობაში მოქალაქეები დღეს მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს, რაც ადგილზე "კურიერის" გადამღები ჯგუფი მივიდა.

რუსეთის ვიზის მსურველები ხშირად საელჩოს წინ ღამეებსაც ათევენ, თუმცა დილით გარანტია არ აქვთ, რომ კონსულთან შესვლას შეძლებენ. დღისით კი ჭავჭავაძის 51-ში ვითარება ზოგჯერ ისე იძაბება, რომ ხშირად სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი ხდება საჭირო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×