მომღერალი გია სურამელაშვილის "ნიუპოსტთან" ინტერვიუში მისი ცხოვრებისა და ხასიათის ზოგიერთ დეტალზე ჰყვება, მათ შორის იმაზეც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აგრესიული და დაუნდობელია:
"დამირტყია, მიცემია ხოლმე, რა მოხდა მერე. ზოგი ისეთი საზიზღარი, უნდა სცემო. ჩემს პირად ცხოვრებაშიც ყოფილა დედააფეთქებული და ამიფეთქებია კიდეც. ბოთლი რომ თავში ჩავარტყი, მისთვისაც მოულოდნელი იყო. დაუნდობელი ვარ. მუშტი-კრივზე არ გადავდივარ, მაგრამ შეიძლება, ბოთლი ან თეფში დავარტყა. ცოლიც კი მიცემია. ალბათ, ღირსი იყო, რა ვიცი, რა მახსოვს...
33 წელია, სცენაზე ვარ, შორტი ვეღარ ჩამიცვამს სახლში, გამოვალ აივანზე და ეზოდან მიღებენ ფოტოებს – შიშველი დადის გია სურამელაშვილიო. გუშინ ოთხი კაცი იდგა ჩემს სახლთან. დამინახავენ ეს შხვართი ფეხები მიჩანს და მერე აღმოჩნდება, რომ შორტი მაცვია, ანგელოზივით ფეხებზე".