რეზონანსი
30.07.2018

 (რეზონანსი) გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდეტო არჩევნებში შესაძლოა, კენჭი აღარ იყაროს. ინფორმცია ოფიცილურად ჯერჯერობით არ დასტურდება თუმცა, გავრცელებული ინფრომაციით, გადაწყვეტილებას მარგველაშვილი არჩევნების თარიღის გამოცხადებასთან ერთად გამოაცხადებს.

უცნობია დაუჭერს თუ არა მარგველაშვილი მხარს რომელიმე კანდიდატს. როგორც ცნობილია მარგველაშვილს ამ თემაზე კონსულტაციები ჰქონდა დავით უსუფაშვილთან. კონსულტაციები მარგველაშვილს ალექსანდრე ელისაშვილმაც შესთავაზა, თუმცა ელისაშვილს მარგველაშვილისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, კონსულტაციები საერთო კანდიდატთან დაკავშირებით ელისაშვილსა და უსუფაშვილს შორის მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატი ყავდეთ და თბილისის მერის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ეს კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×