ქართველი ემიგრანტი ანა ჭანკოტაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
"უპრეცენდენტო კადრები საავადმყოფო “სოტირიადან” – ათენში დაკეტილია მეტრო “პანორმუ”.
ბერძნული მედიის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო დატბორილია საავადმყოფო “სოტირია”. მისი შემოგარენი და სარდაფი, სადაც სხვადასხვა ქირურგიული ხელსაწყოები და მასალებია განთავსებული, წყლით არის ავსებული. Lifo.gr-ის მიხედვით, პაციენტებს პრობლემები არ შექმნიათ, თუმცა, წვიმის გამო, საავადმყოფოში გაითიშა ელექტროენერგია, სახანძრო ბრიგადამ კი 200-ზე მეტი ზარი მიიღო, წყლის ამოტუმბვის თხოვნით.
პოლიციის ინფორმაციით, ათენში გადაადგილება გართულებულია მესოგეონის, ახარნონის, პატისიონის, მიხალოკოპულოს, მარუსის ტერიტორიებზე. მეტრო “პანორმუ” წყლის შევარდნის გამო, დროებით დაკეტილია. ამიტომ მატარებელი აღნიშნულ სადგურში გაჩერების გარეშე მოძრაობს.