რეზონანსი
29.07.2018

 (რეზონანსი) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო C ჰეპატიტის გავრცელების არეალში ხვდება და მიუხედავად პროგრამის წარმატებისა, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ადამიანებმა არ იციან, რომ მათ აქვს ეს სენი. მისი თქმით, 80 ათასამდე ადამიანმა არ იცის, რომ ის ინფიცირებულია.

"საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელების მთავარი მიზეზი საინექციო ნარკომანიაა. ასევე. სისხლის გადასხმის ისტორია და არასტელირული სამედიცინო ჩარევები", - განაცხადა გამყრელიძემ „ქრონიკასთან" საუბარში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, საქართველოს ჰყავს ექიმების ძლიერი გუნდი და სახელმწიფო მხარდაჭერა, რის გამოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესრულებით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

28 ივლისს, საქართველოს მთავრობამ C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი კამპანია - STOP C - დაიწყო. ეს ეტაპი გულისხმობს იმ ადამიანების გამოვლენასა და მკურნალობას, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ დაავადებულები არიან.

საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის აპრილიდან 2018 წლის 30 ივნისამდე პერიოდში მკურნალობა 43 861 პაციენტმა დაასრულა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებულების 98 %-ი განიკურნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×