რეზონანსი
28.07.2018

 ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე საპრეზიდენტო კანდიდატებზე საკუთარ მოსაზრებას უზიარებს საზოგადოებას: 

"საქართველოს პრეზიდენტმა ქართული კარგად უნდა იცოდეს და ის, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და პენსიას საფრანგეთის სახელმწიფო უხდის.

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს მეორე ვადითაც მოიგებს იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი მართლაც სალომე ზურაბიშვილი იქნება ან მას დაუჭერს მხარს.

ისე, ეს საპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარად ლაკმუსის ქაღალდი იქნება. ეს არჩევნები, რომელიც ბოლო პირდაპირი არჩევნებია, ერთი ეტაპის დამამთავრებელი არჩევნები იქნება. ალბათ ქართული პოლიტიკური რეალობა ახალ ათვლას უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყებს", - აღნიშნა "ახალ თაობასთან" ინტერვიუში თვალჭრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×