ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, C ჰეპატიტი არის 90-იანი წლების პირდაპირი შედეგი, არა მხოლოდ ნარკოდამოკიდებულების გამო, არამედ იმის გამოც, როგორ იცავდნენ ჰიგიენას სალონები, სამედიცინო დაწესებულებები.
„150 000-მდე ადამიანს უკვე დადგენილი აქვს ეს დაავადება. ელიმინაციის პროგრამა არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ 80 000-ის ღირებულების წამალი მოქალაქემ მიიღოს აბსოლუტურად უფასოდ. საოცრებაა, რომ პაციენტთა 98 პროცენტამდე შემთხვევში არის განკურნება. 25 000 ადამიანმა იცის, რომ აქვს C ჰეპატიტი და არ მკურნალობს. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მობილიზება და მოვიყვანოთ ისინი სამკურნალოდ, რადგან ეს არის 25 000 გადარჩენილი სიცოცხლე. ელიმინაციისპროგრამა უნიკალური შესაძლებლობაა, 2020 წლის შემდეგ პროგრამა ასე აღარ იქნება და მერე ყველა მოიკითხავს“,-განაცხადა ზოიძემ.
კითხვაზე, საერთოდ შეწყდება თუ არა 2020 წლის შემდეგ პროგრამა, აკაკი ზოიძემ უპასუხა: "წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი უნდა მოგცენ უფასოდ წამალი. მილიონი ინსინუაცია იყო, თითქოს ექსპერიმენტები ტარდება ქართველებზე, იყო დისკრედიტაციის მცდელობები. წარმოიდგინეთ, ჩვენი მეზობელი, ოკუპანტი რუსეთი ვერ ახერხებს, რომ საკუთარ მოქალაქეებს უმკურნალოს და უამრავ ფულს ხარჯავს, რათა დისკრედიტაცია გაუკეთოს ამ პროგრამას საქართველოში. 2020 წლის შემდეგ პროგრამა ფასიანი იქნება“, - განაცხადა ზოიძემ.