რეზონანსი
28.07.2018

 (რეზონანსი) გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების ზონაში, უცნობი პირის მოხვედრის გამო, ერთ-ერთი ტერმინალი დაკეტა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პირი რომელმაც აეროპორტის დაცულ ზონაში კონტროლის გავლის გარეშე შეაღწია, ქალია.

,,ქალმა ხელბარგი აიღო და გავიდა. როდესაც ის უკან ხელბარგის გარეშე დაბრუნდა, უსაფრთხოების სამსახურს ხელახლა აღარ შეუმოწმებია."

სამართალდამცავებმა ტერმინალ 2-ის ევაკუაცია მოახდინეს. ტერმინალი 2-ის მუშაობის შეწყვეტის გამო აეროპორტს დაახლოებით 200 რეისის გაუქმება მოუწია. ტერმინალი დაკეტილი იყო მიუხენის დროით 6:47 საათიდან 11:44 საათამდე. ფრენები დღის 2 საათზე განახლდა , თუმცა დაკავებულია თუ არა პირი, რომლის გამოც მიუნხენის აეროპორტის მუშაობა შეფერხდა, ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×