სოციალური ქსელის მომხმარებელი ირინა კეშელავა საბერძნეთის ტრაგედიას ეხმიანება და საზოგადოებას ჩვენი დროის გმირის შესახებ ამცნობს:
„გასულ შაბათს ათენის მახლობლად, რაფინაში, დატრიალებულდა საუკუნის ტრაგედია.
ხანძარმა შეიწირა ათეულ ადამიანთა სიცოცხლე,ვინც გადარჩა,მათ ჯოჯოხეთი გამოიარეს....
დათო გეჯაძე ამ ჯოჯოხეთს რაფინაში დაუპირისპირდა. ბერძნების ოჯახის დიასახლისმა, მისმა შვილმა ცოლ-შვილით, სახლის გარშემო გაჩენილ ხანძრისაგად თავის გადარჩენა გაქცევით სცადეს.
სახლში კიდევ ავადმყოფი ხანდაზმული ბაბუა იყო, რომელიც ბუნებრივია, ვერ გაიქცეოდა.
დათოსაც შეეძლო გაქცევით ეშველა თავისთვის, მაგრამ არ იკადრა მოხუცის მიტოვება ქართველმა.
დარჩა მასთან ერთად და მთელი ღამე, შიშველი ხელებით, მხოლოდ წყლის ჭავლით იბრძოდა საკუთარი, მოხუცის სიცოცხლის და ბუნებრივია, სახლის გადასარჩენად.
დათო ჩვენი დროის გმირია. მისთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა. 2007 წელს თითქმის იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა. პარნიტაში გაჩენილი ხანძრის გამო. არც მაშინ მიატოვა დასაღუპად განწირული ქალბატონი. ხელში აყვანილი ატარა და როცა სამშვიდობოს გაიყვანა, სახლს მიუბრუნდა და დაწვას გადაარჩინა.
დიახ, გმირებად იბადებიან".