ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულთა საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
26 ივლისს კი ბრალდებული რამაზ მარგოშვილი განმეორებით გამოიკითხა. მისი უფლებადამცველის, ინგა ბოლოთაურის განცხადებით, ანტიტერორისტულ საგამოძიებო უწყებასთან მარგოშვილმა იმ დეტალებზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც, სპეცსამსახურის მაღალჩინოსნებმა რამაზ მარგოშვილს ჩატაევთან კონტაქტის დამყარება და სირიაში წასვლა სთხოვეს.
ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მარგოშვილს სირიაში გასამგზავრებლად 1500 ამერიკული დოლარი გადაეცა. ბოლოთაურის განცხადებით, ბრალდებულის და სუსის თანამშრომლების შეხვედრა მოდულის შენობაში ორჯერ შედგა.
11 ივლის, სასამართლოში, ტერორიზმში ბრალდებულმა მარგოშვილმა სპეცოპერაციისას მოკლულთა გეგმები დაასახელა.
ივნისში ცნობილი გახდა თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზის შედეგები. რომელიც აშშ-ში გაკეთდა. მათ შორის ერთ-ერთი დოკუმენტი, სატელეფონო ამონაწერია. ამონაწერიდან ირკვევა, რომ აჰმედ ჩატაევმა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთანავე, თემირლან მაჩალიკაშვილს დაურეკა. მასალიდან ასევე ირკვევა, რომ მაჩალიკაშვილსა და მარგოშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაპირველად ამ ჩანაწერის შესახებ რამაზ მარგოშვილმა თქვა, რომ ეს მისი ხმა არ იყო, თუმცა ორი დღის შემდეგ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ აუდიოამასალაში ნამდვილად მისი ხმაა.
ასევე დადგინდა აჰმედ ჩატაევისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ნათესაური კავშირები.
ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 2017 წლის 21-22 იანვარს ჩატარდა. შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.