(რეზონანსი) სვანეთში, ხაიშში სპეცდანიშულების რაზმია მობილიზებული. „პირველი არხის" ინფორმაციით, ადგილობრივებს უკვე შეხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე და აღნიშნა, რომ არავის დაკავება არ იგეგმება.
როგორც ნიკოლოზ დიასამიძემ აღნიშნა, აპირებენ, ამოიღონ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე.
ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ჩატარდა სპეცოპერაცია. იარაღიანი ხალხი შესული იყო სახლებში და მოჭრილი უკანონო ხე-ტყის ამოღებას ითხოვდნენ.
მათივე თქმით, ხე-ტყის ბიზნესის გარდა, არანაირი საარსებო წყარო არ აქვთ.
მანამდე კი, სოფლის მოსახლეობა აპროტესტება სპეცრაზმისა და საგამოძიებო სამსახურის შესვლას და სკანდირებდნენ "წადი, წადი".
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა. საქმე კი ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.