რეზონანსი
26.07.2018

 (რეზონანსი) „პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ბიძინა

ივანიშვილის განწყობები ცვალებადია და ხშირ შემთხვევაში, მისი

კეთილგანწყობა ძალიან ხანმოკლეა" - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა პრემიერის დღევანდელ განცხადებას.

„ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქამდე იყო, ივანიშვილის ძალაუფლების ინსტრუმენტი და საშუალება იყო. ბახტაძეც ივანიშვილის ძალაუფლების გახანგრძლივების ერთ-ერთი საშუალებაა. ისიც, როგორც კვირიკაშვილი და ღარიბაშვილი, მცირე მინისტრთა გუნდის მენეჯერია, ამ შემთხვევაში, ეკონომიკის გუნდის მენეჯერი და მეტი

არაფერი. ივანიშვილის მართვის სტილი არ იცვლება, ვხედავთ, რომ ყველა შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი არის რამდენიმე მინისტრის მენეჯერი, დანარჩენებს თავად ივანიშვილი მართავს", - განაცხადა სერგო რატიანმა.

პრემიერმა ოპოზიციას დღეს „ხელმოცარულები და უპერსპექტივოები" უწოდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×