(რეზონანსი) თუკი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი მღებრიშვილს რაიმე დარღვევა ჰქონდა, ეს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ - ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ბახტაძემ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერს არ განუმარტავს, რა მიზეზით გაათავისუფლა მან მღებრიშვილი და აღნიშნა, რომ ის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მღებრიშვილის გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
„გიორგი მღებრიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მე დავეთანხმე. განვაცხადე, რომ ჩვენ ამ სამსახურში გვაქვს ახალი გამოწვევები, ძალიან პრინციპული ხასიათის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია გასაკეთებელი. ჩვენ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ეს არ არის სამწუხაროდ საკმარისი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც შეეხება მსგავსი რისკების შემცირებას. რაც შეეხება დარღვევების შესაძლო არსებობას, ეს საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.