რეზონანსი
22.07.2018

 ძლიერი წვიმის შედეგად კახეთის რეგიონში. სიღნაღსა და ლაგოდეხში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს. ამ დროისთვის უწყებაში 6 შეტყობინებაა შესული. 

“ძირითადად საქმე ეხება საცხოვრებელი სახლების, სარდაფებისა და ეზოების დატბორვას. ყველა ოჯახში დასრულებულია სამაშველო სამუშაოები და ამოტუმბულია წყალი. იყო შემთხვევა, როცა წყლის მოვარდნის გამო მანქანებში ჩარჩნენ ადამიანები და ყველა გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. ამ დროისთვის გართულებებს არ ველოდებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, რის გამოც როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ისე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს რეაგირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×