რეზონანსი
18.07.2018

 (რეზონანსი)ცხრა ოპოზიციური პარტიის და ორგანიზაციის საპრეზიდნეტო კანდიდატო გრიგოლ ვაშაძემ მისი რუსეთის ყოფილ მოქალაქეობაზე კიდევ ერთხელ "არჩევანში" ისაუბრა. მისი თქმით საზოგადოებამ თავად უნდა გასცეს პასუხი რატომ დასჭირდა მას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დასატოვებლად 11 თვე და ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ რამდენიმე. ვაშაძემ "არჩევანში" მისი ოპონენტების განცხადებებზე, რომ ის "რუსეთის აგენტია" კომენტარი გააკეთა:

"რუსეთის აგენტი რომ ვიყო ბატონებო და ქალბატონებო, მე თქვენ სალომე ზურაბიშვილი ხომ არ გგონოვართ? ისე დაგინგრევდით სგარეო პოლოტიკას რომ დღემდე აფხაზეთის და ცხინვალი საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსზე კი არა, ამ რეგიონების ხსენება აგეკრძალებდათ" - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×