რეზონანსი
18.07.2018

 (რეზონანსი)ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედია - ვისი პსაუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს?

სპეციალისტების წინასწარი ინფორმაციით, შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. საბოლოო დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„კურიერის" ცნობით, გამოძიების პროცესში ორი პირის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, რომლებსაც ბრალს წაუყენებენ.

"ვერ იქნა უზრუნველყოფილი დასაქმებულთა გაყვანა არაუსაფრთხო ზონაში,"-აცხადებს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი.

ტყიბულის მეშახტეები სიმართლის დადგენას მოითხოვენ და აცხადებენ რომ პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.

"გამოძიება თუკი მუშაობს და რაღაცა არსებობს საქართველოში და სახელმწიფოში, ნელ-ნელა მიჰყვება და გაარკვევს ვინ არის დასაჭერი და საერთოდ დასახვრეტი,"-აცხადებს ერთ-ერთი მეშახტე, მინდია მენაბდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×