რეზონანსი
08.01.2018

 (რეზონანსი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მზად არის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ გერმანულ კლინიკასთან მოლაპარაკება დაიწყოს.

მათი თქმით, ამ ეტაპზე უწყება პაციენტის წარმომადგენლის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას ელოდება.

„მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს შემთხვევა კონტროლზე პირველივე წუთიდან ჰყავს აყვანილი. ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება", - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×