რეზონანსი
08.01.2018

 (რეზონანსი) თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბერლინის კლინიკამ რამდენიმე დღის წინ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე , სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი მტკიცებით, გაირკვა, რომ ბერლინის ერთ-ერთი კლინიკა მისი შვილის მიღებისთვის ნებისმიერ დროს მზად არის.

"ჩვენ გერმანიაში გვყავს ხალხი, რომლებიც პირდაპირ მივიდნენ ადმინისტრაციაში, გაარკვიეს, არის თუ არა უარი ნათქვამი და გაირკვა, რომ პაციენტს ამ წუთასაც ელოდებიან ბერლინში, "შარიტეს" კლინიკაში.

მოვითხოვ ჩემი შვილი კონკრეტულად ბერლინის კლინიკაში გადაიყვანონ.

იქიდან დღეს დამიკავშირდნენ და მეუბნებიან, რომ ერთი წუთის დაკარგვაც კი არ შეიძლება, სასწრაფოდ გადმოიყვანეთ თქვენი შვილიო", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×