რეზონანსი
07.01.2018

 (რეზონანსი) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა პენიტენციურ დაწესებულებებში შობა აღნიშნეს.

უწყების ცნობით, მსჯავრდებულები, წინა წლების მსგავსად, წელსაც შეუერთდნენ პატრიარქის ინიციატივას და შუაღამისას საკნების ფანჯრებში სანთლები დაანთეს.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ ტაძრებში, მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. საშობაო წირვა აღევლინა N15 და N14 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, ასევე, ქალთა სპეციალური დაწესებულების სამლოცველოსა და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში.

ამასთან, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულები, წინა წლების მსგავსად, წელსაც შეუერთდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ინიციატივას და 12:00 საათისთვის საკნების ფანჯრებში სანთლები დაანთეს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×