რეზონანსი
29.12.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეარხ News One-ს ეთერში განაცხადა.

„პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში ეს ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ჩვენ ხელისუფლებას შევცვლით, სასამართლოს გზით მოქალაქეობას დავიბრუნებ, ვინაიდან პოროშენკომ ის უკანონოდ ჩამომართვა", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არ აქვს გავლენა იმ მომიტინგეებზე, რომლებმაც უკრაინის უმაღლეს რადასთან კარვები გაშალეს.

"ადამიანები არიან, რომლებთანაც საუბარია საჭირო. და თუ მათ ხვალ ვეტყვი, სახლში წადით მეთქი, ისინი ასე არ მოიქცევიან. მათ პირადი შეხედულებები და მიდგომები აქვთ, ხელისუფლება ვალდებული იქნება მათთან დიალოგი აწარმოოს",- დასძინა სააკაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×