რეზონანსი
29.12.2017

 (რეზონანსი) პოეტ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

წინა პროცესზე შსს-მ ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა, სადაც რატიანის მხრიდან პოლიციელების მიმართ ისმის გინება და შეურაცხმყოფელი ფრაზები.

გარდა ამისა, დაიკითხნენ შსს-ს მიერ წარმოდგენილი მოწმეები, კერძოდ, სამი პოლიციელი და ორი თვითმხილველი.

რატიანმა განმარტა, რომ დაკავებისას სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავად პატრულის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რატიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო და პოლიციის მისამართით უცენზურო სიტყვებს ხმარობდა.

რატიანი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×