რეზონანსი
27.12.2017

 (რეზონანსი) ანალიტიკოს ნინო ბურჭულაძის განცხადებით, თურქეთში, „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული მამაკაცი ახმედ ჩატაევის გარემოცვის წევრი იყო.

მისივე თქმით, ბრალდებული თურქეთში ჩატაევის გარემოცვს წევრად ითვლებოდა.

„ადრეც ვთქვი, რომ ჩატაევი 6 თვის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა და იქ ყოფნის პერიოდში, ის იყო მისი გარემოცვის წევრი" , - განაცხადა ბურჭულაძემ.

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ტრაპიზონის პროვინციაში საქართველოს ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. დაკავებულების საცხოვრებელის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×