რეზონანსი
27.12.2017

 (რეზონანსი) კომპანია „თელასის" კომერციული დირექტორის მოადგილის, მიხეილ ანთაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის მხოლოდ 1,5 თეთრით გაზრდა კომპანიას განვითარების საშუალება არ მისცემს.

მისივე თქმით, ტარიფი იძლევა იმის საშუალებას, რომ ენერგომომარაგება ქალაქში სტაბილური და საიმედო იყოს, მაგრამ კომპანია, ამ შემთხვევაში, ვერ იფიქრებს სამომავლო განვითარებაზე.

ანთაძეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაუკონკრეტებია, რამდენი თეთრით სურდა კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა.

სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასის" აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება. შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი სემეკის დღევანდელ სხდომაზე უყარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×