რეზონანსი
19.12.2017

 (რეზონანსი) არაოფიციალური ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა. ამის შესახებ ინფორაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მოზარდის მიერ დანაშაულის აღიარება ბრალდების მხარემ ფარულად ჩაიწერა, რაც საქმეში ჩაიდო.

მათივე ცნობით, საგამოძიებო ორგანოს არ გააჩნდა ბრალდებულის მიერ მომხდარის დეტალებზე საუბრის ამსახველი ჩანაწერის გაკეთების თაობაზე სასამართლოს განჩინება, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი აღნიშნული მასალა სასამართლომ საქმეს მტკიცებულად მაინც დაურთო.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხევრპლა. შსს-მ 2 დეკემბერს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული დააკავა. ხოლო 4 დეკემბერს მეორე, ასევე არასრულწლოვანი ბრალდებული პოლიცის თავად ჩაბარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×