რეზონანსი
19.12.2017

 (რეზონანსი) ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ხუთ ოჯახს კომპენსაცია გადაეცა. ამის შესახებ „ლეოგრანდის" იურისტმა, კახა წერეთელმა განაცხადა.

მისი განმარტებით, დანარჩენ ოჯახებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„რაც შეეხება კომპენსაციის გაცემას, გარდაცვლილთა ოჯახების ნაწილს, 5 ოჯახს, სასტუმრო „ლეოგრანდის" ხელმძღვანელობის მიერ კომპენსაცია უკვე გადაეცა, ნაწილთან ამ დრომდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, მომხდარის გამო, საგამოძიებო ორგანოში სასტუმროს თანამშრომელთა დაკითხვა და სასტუმროში ექსპერტების მუშაობა ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

"ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს 20:00 საათისთვის გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×