რეზონანსი
18.12.2017

 (რეზონანსი) პროკურატურამ ნოვოსიბირსკში, ქალაქ ისკიტიმში მცხოვრები ორი მამაკაცის საქმის გამოძიება დაასრულა, რომლებმაც ძაღლი წამებით მოკლეს, რათა ცხოველის ხორცისგან მწვადი შეეწვათ.

აღნიშნული ინფორმაცია ისკიტიმის პროკურორის მოადგილემ, დიმიტრი პოპკოვმა დაადასტურა.

„ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ორმა პირმა ცხოველი ცივი იარაღით, წამებით მოკლა. ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და აღნიშნეს, რომ ნამდვილად აპირებდნენ მკვდარი ძაღლის ხორცისგან საჭმლის მომზადებას" , - წერია პროკურატურის განცხადებაში.

დამნაშავეებს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×