რეზონანსი
18.12.2017

 (რეზონანსი) პროკურატურამ "ბირჟა მაფიის" წევრის, გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილოს განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ ეს გადაწყვეტილება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო მიიღო.

"სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების შედეგად, ვერ იქნა მოპოვებული გ.ქ.-ს და მ.მ.-ს ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საკმარისი იქნებოდა კანონმდებლობით განაჩენისთვის დადგენილი სტანდარტისთვის, რის გამოც, აღნიშნული პირების მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა" . - წერია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

„ბირჟა მაფიის" წევრი, გიორგი ქებურია საკუთრი უდანაშაულობის დამტკიცების გამო მოხარულია.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ მისი და მიხეილ მგალობლიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება, რომელიც პოლიციელთა მიერ ჩადენილ ქმედებას შეეხება, ობიექტურად დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×