რეზონანსი
18.12.2017

 (რეზონანსი) ისრაელის მთავრობას სურს, მიიღოს კანონი ტერორისტების სიკვდილით დასჯის შესახებ.

შესაბამისი კანონპროექტი გუშინ, სამთავრობო კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის შეთანხმდა.

„კანონი ძალიან მარტივი და ძალიან მკაფიოა: ტერორისტი, რომელიც უდანაშაულო ხალხს კლავს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის პარტიის „ჩვენი სახლი ისრაელის" განცხადებაში.

საკანონმდებლო ინიციატივის ასამოქმედებლად პარლამენტში ოთხი მოსმენით მიღებაა საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×