რეზონანსი
15.12.2017

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი საკრებულოს უმრავლესობამ 38 ხმით დაუჭირა, ბიუჯეტის წინააღმდეგ ხმა საკრებულოს 2-მა წევრმა მისცა.

ოპოზიცია მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ უჭერს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა 861 მილიონ ლარს შეადგენს და ის შესაძლოა, მომავალ წელს კიდევ გაიზარდოს. როგორც სხდომაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ბიუჯეტი გაიზარდება 14 მილიონ ლარიანი ტრანსფერისა და 8 მილიონი ლარის ეკონომიების ხარჯზე.

ბიუჯეტის დამტკიცებას სხდომაზე თბილისის მერი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×