რეზონანსი
15.12.2017

 (რეზონანსი) რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ალექსეი ულუკაევი სასამართლომ ქრთამის აღების საქმეზე დამნაშავედ სცნო და რვა წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, ულუკაევმა 130 მილიონი რუბლი უნდა გადაიხადოს.

სასამართლოს განაჩენში წერია, რომ ყოფილი მინისტრი ქრთამის აღების დროს „განზრახ" მოქმედებდა და „ეგოისტური მოტივები" ამოძრავებდა.

ულუკაევს ნავთობკომპანია „როსნფეტის" ხელმძღვანელისგან, იგორ სეჩინისგან ქრთამის სახით ორი მილიონი დოლარის აღება ედებოდა ბრალად.

პროკურატურა ყოფილი მინისტრისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 500 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×