რეზონანსი
15.12.2017

 (რეზონანსი) მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა დედაქალაქის ქუჩებში არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას „bpn" შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება ძალაში რჩება და ის დაგეგმილის შესაბამისად, 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება.

„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქუჩებში) ჩატარება იგეგმება 2018 წლის პირველი ნახევრიდან. რაც შეეხება აღნიშნული გამოცდის თბილისის ქუჩებში ჩატარებას, დედაქალაქის არც ერთ ქუჩაზე არ იგეგმება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის განხორციელება", - აცხადებენ შსს-ში.

თავდაპირველი ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ მოძრაობაში გადასვლის შემდეგ, თბილისისა და რუსთავის ქუჩებში უნდა ჩატარებულიყო. ამ მიზნით რუსთავში კონკრეტული ქუჩები შსს-ს მომსახურების სააგენტომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეარჩია, დედაქალაქში კი შესაბამისი ქუჩების განსაზღვრაზე მუშაობა მიმდინარეობდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×