რეზონანსი
14.12.2017

 (რეზონანსი) „დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე და ჩემი დაპატიმრება - უკრაინის უშიშროების სამსახურის და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ერთობლივი ოპერაციაა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მისი მისამართით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დღევანდელ განცხადებებს ეხმიანება.

„მერწმუნეთ, მე საკმარისი გამოცდილება მაქვს, რომ მსგავსი განცხადებები უმიზეზოდ არ ვაკეთო, დღეს პუტინმა ეს პრაქტიკულად დაადასტურა. პუტინს უკრაინაში არსებული „ჯიხური" ყველაზე მეტად აწყობს და მას არ სურს რამის შეცვლა, მე კი მას ვძულვარ. პუტინს ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს - ნაკურთხი ჯვრის", - წერს სააკაშვილი.

დღეს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინი სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

პუტინის შეფასებით, "სააკაშვილი საცოდავი სანახავია".

"როგორ ითმენთ ამას? ის დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს პრეზიდენტი იყო, ახლა მოედნებზე დარბის და ყვირის: "მე უკრაინელი ვარ". უკრაინაში უკრაინელები დაილია? და უკრაინა ამას ითმენს?! ის ძალიან საცოდავი სანახავია და გული მეწვის",- განაცხადა პუტინმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×