რეზონანსი
14.12.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ბრალდებული, პაველ არძინბა მოკლეს. არძინბა და მისი მძღოლი, დიმიტრი ხაგბა უცნობმა პირებმა გუმისთას ხიდზე, ავტომობილში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩაცხრილეს.

არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მესამე პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. ფაქტი 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა. მაშინ ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი - თენგიზ ფანდარაია და რემზიკ ცუგბა დაიღუპნენ.

ამ წლის 26 სექტემბერს არძინმა, რომელიც ანქვაბზე თავდასხმის შემდეგ იმალებოდა, სამართლადამცევებს ჩაბარდა, თუმცა სასამართლომ იგი გირაოთი ოკუპირებული ტერიტორიიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა.

პავლე არძინბას ერთ დროს სოხუმის რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა და იმვადროულად აფხაზურ-თურქულ კომაპნია "აბტურს" ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება დიმიტრი ხაგბას, იგი აქტიურად იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ომის დროს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×