(რეზონანსი) უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა,ზორიან შკირიაკმა სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი წარდგენილი ბრალის საფუძველზე კიევის ერთ-ერთ რაიონში დააკავეს.
„პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები რკინასავით გამყარებულია. ამიტომ, სააკაშვილის ისტერიკა გასაგებია", - განაცხადა შკირიაკმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისი დაპატიმრებიდან უკვე 12 საათი გავიდა და სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობაში კიდევ 2 დღე დარჩება.
უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, თუმცა, სხდომის გამართვის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.