რეზონანსი
07.12.2017

 (რეზონანსი) უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდება.

რადას მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლები და სპეცრაზმელები არიან მობილიზებულნი.

სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს სპეციალური ჯებირები ჰყოფთ, რომელიც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებმა გაავლეს. მათ საბურავების მეშვეობით ბარიკადები ააგეს.

ამ წუთებში უკრაინის გენერალურ პროკურორი რადას შენობაში იმყოფება. ლუცენკო საკანონმდებლო ორგანოში იმ კარვების გვერდის ავლით შევიდა, სადაც მხარდამჭერებთან ერთად, ბრალდებული სააკაშვილი იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×