რეზონანსი
07.12.2017

 (რეზონანსი) მერაბიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ თუ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია კანონით იხლმძღვანელებს, ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდება.

"ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ მერაბიშვილი არ გათავისუფლდება, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, კომისია პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყოს. წესით, არ უნდა იცოდნენ პარლამენტარებმა და იუსტიციის მინისტრმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი კომისია.

ვინაიდან მტკიცებით ფორმაში აცხადებენ, რომ არ გათავისუფლდება, ესეიგი პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის და ასეთი გავლენის ქვეშ მყოფი კომისია კანონის საფუძველზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა კახიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×