რეზონანსი
05.12.2017

 (რეზონანსი) უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ბრალი ედება.

აღნიშნული, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განისაზღვრება და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სააკაშვილი კიევში მისი ბინის ჩხრეკის დროს სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა.

უკრაინაში, საქართველოს ექსპრეზიდენტის სახლთან სპეცრაზმი დილიდან იყო მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერებიც, რომლებიც სამართალდამცველებს ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×