(რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში, ამობობენ, გენერალური პროკურატურის ოპერატიული მუშაკები სააკაშვილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკას ატარებენ.
უწყების ცნობით, ჩხრეკა სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმის ფარგლებში მიმდინარეობს.
ექს პრეზიდენტის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის დეპოტრაცია მოხდეს.
„არსებობს ორი რისკი: არაკანონიერი გაძევება უკრაინიდან ან შესაძლო დაკავება. მინდა განვაცხადო, რომ ყველა ეს ქმედება უკანონო იქნება", - განაცხადა ადვოკატმა.
ადგილზე ექს პრეზიდენტის მხარდამჭერები იმყოფებიან.
თავად სააკაშილი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრება.
„არ მისცეთ მათ საშუალება ეს დანაშაული ჩაიდინონ. მათ სურდათ ჩემი გატაცება, მაგრამ არ გამოუვიდათ", - ამბობს სააკაშვილი.