რეზონანსი
04.12.2017

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი საგამოძიებო უწყებას ჩაბარდა.

ძებნილი გ.ჯ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს წუთია გამოცხადდა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, ოჯახმა ახლახან დაადგინა ბრალდებულის ადგილსამყოფელი და საგამოძიებო ორგანოში წარადგინა,რათა მან ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

გ.ჯ.-ს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პატიმრობაში რჩება კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×