(რეზონანსი) უკრაინის პოლიციამ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აკრძალულ ზონაში სამი ექსტრემალი-ტურისტი დააკავა.
დაკავებულები უკრაინელები არიან. ისინი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე უკანონოდ შევიდნენ, სადაც მიტოვებულ ქალა პროპიატს ათვალიერებდნენ.
ჩერმობილის ატომურ ელექტროსადგურზე 1986 წლის 26 აპრილს ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.