(რეზონანსი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგანგებო ბრიფინგს, რომელიც ბერი გარბიერ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხებოდა, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი ხასო ხანგოშვილი გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ელოდნენ, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევი იყო.
"ფოტოების ნახვის შემდეგ, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ნაჩვენები პირი ახმედ ჩატაევი იყო. რა მიზნით შეიძლება ის საქართველოში ყოფილიყო ჩამოსული, არ ვიცი, მაგრამ, არ მგონია მას რაიმე ცუდი ზრახვები ჰქონოდა. შესაძლოა მისი ჩამოსვლა უკავშირდებოდეს საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში გადასვალას, ან მცირე ხნით უსაფრთხო ადგილზე შესვენებას. მე ვვარაუდობ, რომ ახმედ ჩატაევმა და მისმა თანმხლებმა პირებმა შემოვლითი გზებით შეძლეს საქართველოში შემოსვლა", - განუცხადა ინტერპრესნიუსს ხანგოშვილმა.
ხეობაში აცხადებენ, რომ ჩატაევის ნათესავების და მეგობრების სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა ჩატაევის ცხედარი პანკისში დაიკრძალოს.
სუს-მა დაადასტურა, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.